ერეკლე II



ერეკლე II


ერეკლე II (დ. 7 ნოემბერი, 1720, თელავი — გ. 11 იანვარი, 1798, იქვე, დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში) — 17441762წლებში კახეთის, 17621798 წლებში ქართლ-კახეთის მეფე, თეიმურაზ II-ის ძე. ერეკლე II აკავშირებდა ქართლისა და კახეთისბაგრატიონთა ორ შტოს. დედამისი, თამარი, ვახტანგ VI-ის ასული იყო, ხოლო მამა, თეიმურაზ II — ქართლის მეფე ერეკლე I-ის ძე.
მე–18 საუკუნის დასაწყისში ქართლ–კახეთს ირანი თავის სახანოდ თვლიდა, დასავლეთ საქართველოში ოსმალები იყვნენ გაბატონებულნი, ავღანელებსაც ჰქონდათ საქართველოს დაპყრობის სურვილი, ბოლო არ უჩანდა ლეკების თავდასხმებს, ევროპის ქვეყნებიც ინტერესდებოდნენ ამ მხარით. 1723 წელს ოსმალებმა სძლიეს სპარსელებს, ქართლში შემოიჭრნენ და თბილისი დაიკავეს. ისინი კახეთსაც გადასწვდნენ. ვახტანგ მეექვსე, რომელიც პეტრე პირველის იმედით აპირებდა მტრის წინაამღდეგ ბრძოლას მოტყუებული გამოვიდა, რუსებმა პირობა დაარღიეს და ვახტანგ მეექვსე მარტო დარჩა ორმხრივ შემოსეული მტრის წინაამღდეგ. 1724 წელს იმედდაკარგულმა ვახტანგმა,თავისი ამალით საქართველო დასტოვა და რაჭის გზით რუსეთს მიაშურა. აღმოსავლეთ საქართველოში „ყიზილბაშობა“ „ოსმალობამ“ შესცვალა.
სპარსეთი ამ დროს ძალზე დასუსტებული იყო და სახანოებად იყო დაყოფილი. მალე გამოიკვეთა სპარსეთის მომავალი ლიდერი, ეს იყო თამაზ–ყული–ხანი, შემდგომში ნადირ–შაჰად წოდებული. სპარსელები ნადირ–შაჰის მეთაურობით თანდათან ავიწროვებდნენ ოსმალებს. ბრძოლაში მას ქართველებიც ეხმარებოდნენ. თეიმურაზ მეორეც ამ დროს სპარსელებს დაუდგა გვერდით, რადგან ის სპარსელთა ბატონობას, ოსმალების ბატონობასთან შედარებით ნაკლებ ბოროტებად თვლიდა,თუმცა კი ქართველთათვის ორივე საკმაოდ მძიმე ტვირთი იყო.
1735 წელს,ყარსის მიდამოებში სპარსელებმა საბოლოოდ დაამარცხეს ოსმალები. იმავე წელს ნადირ–შაჰი თბილისში შემოვიდა. თეიმურაზი მას ზეიმით შეხვდა. თბილისი განადგურებას გადაურჩა, თუმცა ნადირ–შაჰმა ქართლის ის ნაწილი რომელსაც მისი მოწინაამღდეგე ფეოდალები მართავდნენ სასტიკად ააოხრა. ქართლში ისევ „ყიზილბაშობის“ ხანა დაბრუნდა. თურქების შემოსევის შემდეგ, თეიმურაზი ფშავში გაიქცა და პატარა ერეკლეც თან წაიყვანა. 1733 წელს,თურქების ნებართვით კახეთში გამეფებულ თეიმურაზს, თურქების განდევნის შემდეგ, ნადირ–შაჰმაც ანდო კახეთი,მაგრამ მძევლებად მისი შვილები მოითხოვა. ქეთევანი თავისივე ძმისშვილს, ალი–ყული–ხანს მიათხოვა ცოლად, ხოლო ერეკლე თავის მებრძოლ რაზმში ჩარიცხა.
1739 წელს, ნადირ–შაჰმა ინდოეთისაკენ გაილაშქრა და დიდი ტერიტორიები მიიერთა. ამ ბრძოლაში მას ერეკლეც თან ახლდა თავისი ათასეულით. შაჰი განაცვიფრა ერეკლესა და მისი თანმხლები ქართველების ბრძოლის უნარიანობამ და საზრიანობამ, განსაკუთრებით ის ახალგაზრდა ერეკლეს გმირობამ გააოცა.
ლაშქრობდან დაბრუნებულმა შაჰმა დაღესტანს შეუტია, მაგრამ ვერ დაიპყრო, თუმცა ქართლ–კახეთზე ლეკთა თავდასხმები თითქმის მთლიანად აღიკვეთა, ოსმალთა ბატონობის დროს, მტკვრის ნაპირზე დასახლებული უამრავი თურქმენული ოჯახიც საქართველოდან გაასახლეს.
1744 წელს, ნადირ–შაჰის ნებართვით, თეიმურაზი ქართლის მეფედ, ხოლო ერეკლე კი კახეთის მეფედ დაამტკიცეს. ბოლო 130 წლის განმავლობაში ქართლში ქრისტიანი მეფე არ მჯდარა. ნადირ–შაჰი ხედავდა,რომ ქართველებთან ბრძოლა ძნელი იყო და მათი დამორჩილება ისევ ქრისტიანი მეფეების ხელით გადაწყვიტა. თუმცა თეიმურაზი და ერეკლე საქართველოს თავისუფლებაზე ფიქრით იყვნენ შეპყრობილნი.
ასე, რომ 1744 წელს თეიმურაზ II ქართლში გამეფდა, ერეკლე II კი კახეთში. XVIII საუკუნის 40-იანი წლების მიწურულისათვის ნომინალურად ირანის ვასალი ქართლ-კახეთი ფაქტობრივად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქცა. ერეკლე II-მ და თეიმურაზ II-მ ნადირ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ (1747 წ.) თბილისი ირანელებისაგან გაათავისუფლეს, თავიანთ ბატონობას დაუმორჩილეს და დახარკეს განჯისა და ერევნის სახანოები.


No comments:

Post a Comment