ალექსანდრე მაკედონელი



ალექსანდრე მაკედონელი
ალექსანდრე დიდი, მაკედონელი (ბერძნ. Μέγας Αλέξανδρος; დ. 20 ივლისი, ძვ. წ. 356, პელა — გ. 11 ივნისი, ძვ. წ. 323, ბაბილონი), ასევე ალექსანდრე III, მაკედონიის მეფე (ძვ. წ. 336-323), ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, სიკვიდლამდე დაიპყრო იმ დროისთვის ცნობილი თითქმის მთელი მსოფლიო; მას ხშირად მოიხსენიებენ ჩინგის ყაენის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სიმონ ბოლივარის, ტიპუ სულთანის, გუსტავუს აოდლფუსის, ჰანიბალისა და იულიუს კეისარის გვერდზე, როგორც უდიდეს სამხედრო სტრატეგისტს და ტაქტიკოსს, რომელიც კი ოდესმე არსებობდა.

ალექსანდრე დაიბადა ძვ. წ. 356 წელს მაკედონიის სამეფოს დედაქალაქ პელაში. ის იყო მაკედონიის მეფის ფილიპე II-სი და მისი მეოთხე ცოლის, ეპირის მეფის, პტოლემაიოსის ასულის, დედოფალ ოლიმპიადას შვილი. დედის მხრიდან ალექსანდრე იყო ეპიროსელი მხედართმთავრისპიროსის მეორე მამიდაშვილი. პლუტარქეს მიხედვით, ალექსანდრე მამის მხრიდან ჰერაკლეს შთამომავალი იყო, ხოლო დედის მხრიდან –ეაკოსის, აქილევსისა და ნეოპტოლემუსის. ცნობილია, რომ იმ დღეს, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი დაიბადა, ჰეროსტრატემ გადაწვა ქალღმერთარტემიდეს ტაძარი, ეფესოში. ასევე ცნობილია ისიც, რომ ამ დღეს პარმენიონმა გაანაგგურა ილირიელები და ფილიპეს ცხენებმა კი ოლიმპიურ თამაშებში, ეტლოსანთა ჯირითში გაიმარჯვეს.
როდესაც ალექსანდრე 10 წლის იყო, ფილიპეს ერთმა თესალიელმა ვაჭარმა მიჰგვარა ცხენი. მისი მოთვინიერება ვერავინ შესძლო და ამიტომ ფილიპე მის დაბრუნებას აპირებდა. ამ დროს ალექსანდრემაც სცადა ბედი და ცხენი მოათვინიერა. პლუტარჩე გადმოგვცემს, რომ ალექსანდრემ შეამჩნია, რომ ცხენს თავისი ჩრდილის ეშინოდა. ამიტომ ის მზისკენ შეაბრუნა და დაუბრკოლებლად და უთხრა.
„მაკედონია შენ ვერ დაგიტევს, შენთვის უფრო ვრცელი საბრძანისი ქვეყანა უნდა ეძიო“
ბავშვობაში ალექსანდრე განებივრებული იყო აღმზრდელებით, თუმცა მის აღზრდას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ლეონიდასი დალისიმაქოსი. ფილიპე ამას არ დასჯერდა და ალექსანდრეს მასწავლებლად მოიწვია პლატონის მოსწავლეარისტოტელე, რომელიც იმ დროის ყველაზე განათლებულ პიროვნებად ითვლებოდა. არისტოტელეც დათანხმდა. ცნობილია, რომ არისტოტელეს საპატივცემულოდ ფილიპემ თავიდან ააშენა მის მიერვე დანგრეული სტაგირე, არისტოტელეს მშობლიური ქალაქი. ასევე ფილიპემ არისტოტელეს ალექსანდრეს აღსაზრდელად უბოძა ნიმფების ტაძარი, მიეზასთან ახლოს. ასე, რომ მიეზა ალექსანდრესა და სხვა წარჩინებული ოჯახის შვილების სკოლად გადაიქცა. აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობა მომავალში ალექსანდრეს მეგობრები ან გენერლები გახდნენ. არისტოტელე აქ მათ ასწავლიდათ ფილოსოფიას,მედიცინას, ფიზიკას, მათემატიკას,ლოგიკას, ლიტერატურას, მუსიკას, ხელოვნებას და ა.შ.



No comments:

Post a Comment