ნაპოლეონ ბონაპარტი


ნაპოლეონ ბონაპარტი
ნაპოლეონ ბონაპარტი (ფრანგ. Napoleon Bonaparte; დ. 15 აგვისტო, 1769, აიაჩო, კორსიკა − გ. 5 მაისი, 1821, წმინდა ელენეს კუნძული) —საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროპის ისტორიაში. იყო საფრანგეთის რევოლუციის გენერალი და საფრანგეთის მმართველი, როგორც საფრანგეთის კონსულატის პრემიერ-კონსული 1799-1804 წლებში და შემდგომ როგორც „ფრანგთა იმპერატორი“ 1804-1815 წლებში, იტალიის მეფე ნაპოლეონ I-ის სახელით 1805-1814 წლებში და რაინის კავშირის პროტექტორი 1806-1814 წლებში.
დაიბადა კორსიკაში, სწავლობდა საფრანგეთში, როგორც არტილერიის ოფიცერი. პოპულარობა მოიხვეჭა საფრანგეთის რევოლუციის დროს, როდესაც წარმატებით უხელმძღვანელა სადამსჯელო ოპერაციებს აჯანყებულთა წინააღმდეგ. 1799 წელს ნაპოლეონმა მიაღწიასაფრანგეთის პირველ კუნსულობას, ხოლო ხუთი წლის შემდეგ გახდა საფრანგეთის პირველი იმპერატორი.
1812 წელს, ნაპოლეონის რუსეთის კამპანია კრახით დასრულდა. 1813 წლის ოქტომბერში, ლაიფციგთან ანტიფრანგულმა კოალიციამ ნაპოლეონის ჯარები დაამარცხა, რასაც მოყვა ნაპოლეონის პირველი გადადგომა 1814 წლის აპრილში. იგი გადასახლებულ იქნახმელთაშუა ზღვის პატარა კუნძულ ელბაზე. 1815 წლის მარტში ის დაბრუნდა საფრანგეთში და აღადგინა კონტროლი ხელისუფლებაზე, თუმცა მან ამჯერად ხელისუფლება მხოლოლ ას დღეს შეინარჩუნა. 1815 წლის 18 ივნისს ვატერლოოსთან იგი საბოლოოდ დამარცხდა (იხილეთ ვატერლოოს ბრძოლა) და გადასახლებულ იქნა ატლანტიკის ოკეანის სამხრეთის შორეულ წმინდა ელენეს კუნძულზე, სადაც იგი ექვსი წლის შემდეგ, 1821 წლის 5 მაისს, გარდაიცვალა.
ქორწინებიდან ორი დღის შემდეგ, ნაპოლეონმა პარიზი დატოვა, რათა თავის თავზე ეკისრა საფრანგეთის სამხრეთის არმიის წინამძღოლობა, რომელიც 1796 წლის აპრილში გენერალ ნაპოლეონ ბონაპარტის სარდლობით ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გავლით იტალიაში შეიჭრა.
რთვიანი ფიქრის შემდეგ ნაპოლეონმა გადაწყვიტა, რომ სამხედრო-საზღვაო ძალები ჯერ კიდევ არ იყო იმისათვის საკმაოდ ძლიერი, რომ ინგლისის სამეფო ფლოტს დაპირისპირებოდა. მან საფრანგეთის მმართველ წრეებში წამოაყენა წინადადება ეგვიპტეში სამხედრო ექსპედიციის შესახებ და ამის საშუალებით ძირი გამოეთხარა ინგლისის სავაჭრო ინტერესებს ინდოეთში. ბონაპარტეს სურდა დაეარსებინა საფრანგეთის ინტერესების სფერო შუა აღმოსავლეთში და შეეკრა კავშირი ინგლისის მოწინააღმდეგე ტიპუ სულთანთანინდოეთში. ნაპოლეონი არწმუნებდა დირექტორიას, რომ "როგორც კი ის დაიპყრობდა ეგვიპტეს, მაშინვე დაამყარებდა კავშირს ინდოელ მმართველთან და მასთან ერთად დაამხობდა ინგლისურ მმართველობას."[2] 1798 წელს ტალეირანმა განაცხადა: "ეგვიპტის დაპყრობით, ჩვენ გავაგზავნით 15,000 სამხედროს სუეციდან ინდოეთში, ისინი შეუერთდებიან ნაპოლეონისა და ინდოელთა ძალებს და ერთობლივი ძალებით გადააგდებენ ინგლისურ უღელს."


წყარო

No comments:

Post a Comment