პეტრე I


პეტრე I


პეტრე I დიდი (რუს.: Пётр I Великий; საკუთარ თავს ეძახდა გერმანულად პეტერ — Пeтeрь) (დ. 9 ივნისი, 1672, მოსკოვი — გ. 8 თებერვალი, 1725, სანქტ-პეტერბურგი) — რუსეთის ცარი 1682-1721 და იმპერატორი 1721-1725 წლებში.ახალგაზრდა მეფის პირველ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს 1695 წელს მოწყობილი აზოვის აღების მცდელობა.აზოვის ციხესიმაგრე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგნდა არა მარტა შავ ზღვაზე გასასვლელის ჰქონის გამო, არამედ თათრების თავდასხმებისაგან რუსეთის სამხრეთი რაიონების უშიშროების უზრუნველყოფის მხრივაც. 1695 წლის პირველიაზოვის ლაშქრობა წარუმატებელი გამოდგა. ფლოტის არყოლის გამო აზოვი ზღვიდან მარაგდებობდა და რუსეთის არმიამ ვერ მოახერხა ციხის აღება. 1696 წლის ზამთარში და გაზაფხულზე პეტრემ ვორონეჟში ორგანიზირება გაუკეთა სამდინარო ფლოტის მშენებლობას. მცირე ფლოტილიითა და ახალი სამეთაურო შემადგენლობით პეტრემ გაიმეორა შტურმი აზოვზე და 1696 წლის 19 ივლისს თურქთა გარნიზონმა იარაღი დაყარა. რამდენიმე დრის შემდეგ აზოვის ზღვის სანაპიროზე საძირკველი ჩაეყარა ქალაქ ტაგანროგის მშენებლობას.
პეტრეს ინიციატივით დაიწყო სავაჭრო გემების მშენებლობის ფართო პროგრამა. ამისათვის მან მიწათმფლობელები გააერთიანა კომპანიებში და დაავალა მათ თითო გემის აშენება. არმიისა და ფლოტი რეორგანიზაციის საქმეში პეტრე ძირითადად უცხოელ სპეციალისტებს ეყრდნობოდა. აზოვის ლაშქრობის დასრულების შემდეგ მან გადაწყვიტა საზღვარგარეთ სასწავლებლად გაეგზავნა თავადაზნაურთა ახალგაზრდა ვაჟები, სულ მალე იგი თვითნაც გაემგზავრა სამოგზაუროდ ევროპაში.
ამ დროისათვის ნელ-ნელა იზრდებოდა უკმაყოფილება პეტრეს პოლიტიკის მიმართ. 1697 წელს ბერმა ავრამიმ ქადაგებაში გააკრიტიკა ცარის პოლიტიკა და მიუთითა მის მიერ გადადგმულ არასწორ ნაბიჯებზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ტრადიციებს. იმავე წელს გახსნილი იქნა ციკლერის შეთქმულება, რომელიც მიზნად ისახავდა სტრელეცების ბუნტის მოწყობას. ორივე შემთხვევაში პოლიტიკური მოწინააღმდგეები სასტიკად იქნენ დასჯილნი.


წყარო

No comments:

Post a Comment