სამეფო ქორწილი
სამეფო ქორწლი ლონდონში, ვესტმინსტერის სააბატოში მიმდინარეობდა. პირველი ტაძარში პრინცი უილიამი და მისი ძმა ჰარი გამოჩნდნენ, ხოლო ქეითი ჯვრისწერამდე 5 წუთით ადრე გაემართა სასტუმროდან. ქეითი საკურთხეველთან მამამ მიიყვანა
ვენსტმინსტერი სიმბოლურად შეირჩა სამეფო ქორწილისათვის, რადგან სწორედ აქ ხდებოდა ინგლისელი მონარქების კორონიზაციისა და დაკრძალვის ცერემონიალები, ვესტმინსტერი არის გოთიკური ტიპის ტაძარი, ინგლისის პარლამენტის გვერდით და იქ განისვენებს 17 მონარქი, გარდა ამისა ვესტმინსტერმა 15 სამეფო ქორწილს უმასპინძლა. თავადელიზაბედ მეორემაც პრინც ფილიპზე სწორედ აქ იქორწინა, პირველი მონარქი ვინც ჯვარი ვესტმინტერში დაიწერა ჰენრი I იყო, მან 1100 წლის 11 ნოემბერს იქორწინა შოტლანდიის პრინცესა მატილდაზე.
სულ ლონდონში რვაასამდე რეპორტიოტი იმყოფებოდა, ისინი ვესტმინსტერის სააბატოსთან იყვნენ შეკრებილნი და აქტიურად აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს. უილიამსია და ქეითს ქორწილი იყო პირველის, რომლის ინტერნეტ-ტრანსლაციაც მოხდა, ეს თავად წყვილის სურვილი, რადგან ჯვრისწერა სახალხო ცერემონიალად ქცეულიყო.
ჯვრისწერის ცერემონიის შემდეგ, წყვილმა ღია ეტლით გადაინაცვლა ბუკინგემის სასახლეში.
ბრიტანეთის სამეფო წყვილი ბუკინჰემის სასახლის დასავლეთ მხარეს მდებარე აივანზე დედოფლისა და სამეფო ოჯახის გარემოცვაში გამოჩნდა და თაყვანისმცემლებს მიესალმა. აქვე შედგა მათი პირველი საჯარო კოცნა.
წყარო